ხატია დეკანოიძე: ოპოზიცია დემოკრატიის ფასადად არ უნდა გადავიქცეთ

ოპოზიცია დემოკრატიის ფასადად არ უნდა გადავიქცეთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“სალომემ [სამადაშვილმა] თქვა, რომ ტექნიკური პარლამენტი შეიქმნასო, რადგან პასუხისმგებლობა გვეკისრებაო, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ის, რომ ოპოზიცია დემოკრატიის ფასადად არ უნდა გადავიქცეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, პასუხისმგებლობის გადანაწილება, იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ჩვენ ვართ, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. მარტო გაყალბებული არცევნებისთვის არა, ჩვენ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ გვაქვს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად