ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პარტია შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმებას უნდა შეურთდეს.

“სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას:

ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნემისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება.

მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის”, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...