ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიას პოლიტპატიმრად გამოცხადება არის გირაოს შინაარსი

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გამოაცხადა პოლიტპატიმრად.

“ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პოლიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება – ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი.
ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!”, –  წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში Facebook.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

კომენტარები
იტვირთება...