ხატია დეკანოიძე: “ნაცმოძროაბა” პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ მოგახსენებთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ

ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად დაარღვია საქრთველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად განაცხადა და აღიარა, რომ ვერც პარტია „ქართული ოცნება“, ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43-პროცენტიან ზღვარს. რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად დაარღვია საქრთველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, საქართველოს დემოკრატია, ნატო-ში გაწევრიანება არის რა თქმა უნდა, დიდი საფრთხის ქვეშ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები. თუმცა ასევე, დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, აქტიურად, ყოველ წუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა
მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ

კომენტარები
იტვირთება...