ხატია დეკანოიძე: მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბოიკოტი მეორე ტურზე

“ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და მოუწოდა მხარდამჭერებს, მათაც ბოიკოტი გამოაცხადონ და არ დააფიქსირონ საკუთარი ხმა არჩევნების მეორე ტურზე.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოქალქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

„მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბოიკოტი მეორე ტურზე. ჩვენ გესაუბრებით პარტიის, ჩვენი ბლოკის, მეორე ტურში გადასული მაჟორიტარების სახელით, მინდა მოვუწოდო ყველას, პარტიის და მათ შორის, ისნის ამომრჩევლებს. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოართვა მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება. არ მივდნენ, თვითონაც გამოუცხადონ ბოიკოტი. ჩვენ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში, დავწერეთ ყველამ განცხადებები, ამიტომ არ მიბრძანდეთ ჩვენო ამომრჩევლებო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი, რომელიც განახორციელა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, მათ შორის ცოცხალი ჯაჭვის და წერტილოვანი აქციები, რმელიც 21 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად