ხატია დეკანოიძე: მიტაცებული არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა გადაწყვიტა, ვინც ქვეყნის მიტაცებაში უშლის ხელს ჩამოიცილოს, მათ შორისაა ნიკა მელია

ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„გაყალბებული და მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ვინც ქვეყნის მიტაცებაში უშლის ხელს, მათ შორის ნიკა მელია, ჩამოიცილოს. გადაწვიტა, გამოიყენოს პოლიტიკური მართლმსაჯულება და ჩამოიშოროს ადამიანი, რომელიც მას ხელს უშლის, რაც არ გამოუვა. აღმკვეთთან დაკავშირებით უკან დაიხია პროკურატურამ. ამ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და ამის მაგალითი მიტაცებული არჩევნებია”, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად