ხატია დეკანოიძე: მე თუ მკითხავთ, ჟვანია და ყველა კრიმინალი ყოველდღე უნდა გადიოდეს ე.წ. სირცხვილის დერეფნებს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვგეგმავთ

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურის დროს უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას აღარ აპირებს, თუმცა სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

„მე თუ მკითხავთ, ჟვანია და ყველა კრიმინალი ყოველდღე უნდა გადიოდეს ე.წ. სირცხვილის დერეფნებს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვგეგმავთ. თუმცა, გამყალბებლები, დიახ, უნდა გადიოდნენ სირცხვილის დერეფნებს. ბათუმში არ ვიცი, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს განიხილება სხვადასხვა საპროტესტო აქტივობები, თუმცა კონკრეტულად პროტესტის რა ფორმას მოძებნის ოპოზიცია, ამაზე მსჯელობა ფართო ოპოზიციურ ფორმატში დღეს გაიმართება.

„აქციები გაგრძელდება, იქნება მასშტაბური აქციები, ცოცხალი ჯაჭვის აქცია. 21 ნოემბერს გვექნება სხვადასხვა წერტილოვანი აქციები, მათ შორის, ვგეგმავთ ცოცხალ ჯაჭვს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად