ხატია დეკანოიძე „მარადისობის“ აქციაზე: ეს არის ხელისუფლების სახე

ჩვენი ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს, ცოცხებით და დაპირისპირებით საზრდოობს, – ასე ეხმაურება “მარადისობის” აქციას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ტვ პირველის” ეთერში.

კითხვაზე, რას ფიქრობთ ამ პროცესზე, რაც ახლა მიმდინარეობს. “მარადისობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნაგავი უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან. ოპოზიცია აკრიტიკებენ, კრიტიკულ მედიას ბოიკოტს უცხადებენ, ცუდი სიტყვებით გვაფასებენ და ა. შ. რა არის ეს?

“რა უნდა იყოს, ეს არის ხელისუფლების სახე. იმიტომ, რომ არავის გვაქვს ილუზია იმის, რომ ეს ადამიანები ან ამ აქციის ორგანიზატორები დამოუკიდებლად მოქმედებენ. თავისუფლების ბრძოლის ამ უმძიმეს მომენტში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ჩვენი ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს, ცოცხებით და დაპირისპირებით საზრდოობს. ესენი არიან “ქართული ოცნების” პროქსები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, მან მიიღო შეტყობინება, რომ იძულებით ჩამოიყვანეს ადამიანები ბაღებიდან და საჯარო უწყებებიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...