ხატია დეკანოიძე “ქართულ ოცენაბს”: არ გაბედოთ, ჩვენი ამომრჩევლის ხმა მოიპაროთ, ან რაიმე სახის მანიპულაციებს შეეცადოთ

ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბერს იწურება და გაურკვეველია, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ის ამომრჩევლები, რომლებსაც იზოლაციაში გადასვლა 26 ოქტომბრის შემდეგ მოუწევთ.

„ფაქტია, რომ ხელისუფლება პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. ჩვენ გუშინაც მოვითხოვეთ ქალბატონ თამარ ჟვანიასთან შეხვედრა, იმ დადგენილებების და გაყალბების მცდელობების გამო, რომელსაც ადგილი აქვს არა მხოლოდ ისანში, არამედ მთელ საქართველოში. მხედველობაში მაქვს ის, რომ მაგალითად, ჩვენს ოლქში გაგვიხსნეს ოთხი სპეცუბანი, რომელზეც ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული.  გვეუბნებიან, რომ ამ სპეცუბანზე იქნებიან თვითიზოლაციაში მყოფი და კოვიდინფიცირებული ადამიანები, რომელთა სია არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე გვეცოდინება. ამ სიებს აუცილებლად გადავამოწმებთ.

აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, უსაფრთხოების წესების დაცვით. ეს აუცილებელია, რათა ჩვენი ხმა ხელისუფლებამ არ მიიტაცოს. ყველა ის ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს და თავისი მონაცემები მიაწოდოს საოლქო კომისიებს, რათა ეს ხმებიც არ იყოს გამოყენებული გაყალბებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთის ხმის დათმობას. საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს, საოლქო კომისიებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ არიან დანიშნული, ვაფრთხილებთ, არ გაბედოთ, ჩვენი ამომრჩევლის ხმა მოიპაროთ, ან რაიმე სახის მანიპულაციებს შეეცადოთ, რადგან ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება პირადად თქვენთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად