ხატია დეკანოიძე: ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ქართული ოცნების“ შტაბებშიც ირონიულად უყურებენ

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ხატია დეკაინოიძემ ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა. მან „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავს.

„ბატონი კობახიძის განცხადებებს ოცნების შტაბებშიც ირონიულად უყურებენ. ხმას საკუთარი კოორდინატორებიც კი არ აძლევენ. გვაქვს ინფორმაცია,  იბარებენ ამ ადამიანებს და ეუბნებიან, რომ კარგად ვერ მუშაობენ. მოქალაქეების უმრავლესობას არ აინტერესებს კობახიძის განცხადებები. ჩვენ ვართ ორიენტირებული ივანიშვილს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ. ვესაუბრებით მოქალაქეებს, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად