ხატია დეკანოიძე: ირაკლი კობახიძე ჩვეულებრივი მასხარაა, ჯერ სუსმა ათქმევინა, მერე წავიდა სუსში, ვითომ დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძის განცხადებით, არჩევნების რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით განცხადების გაკეთება ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაავალა.

როგორც ხატია დეკანოიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო და ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

“ტრაგიკომედიაა, ჩვეულებრივად მასხარაა, ჯერ სუსმა ათქმევინა, მერე წავიდა სუსში, ვითომ დაიბარეს. ეს ხომ დადგმული სპექტაკლია და ამას რეალობასთან საერთო არ აქვს. ერთადერთი ადამიანია, ბიძინა ივანიშვილის მსახურებთან ერთად, რომელიც ამბობს იმას, რასაც თავიდან ბოლომდე კარნახობს ივანიშვილი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გარკვეული დაჯგუფებების მობილიზებას ახდენდნენ, რომლებსაც არჩევნებზე არეულობა უნდა მოეწყოთ, ორგანიზატორებად ირაკლი კობახიძემ დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი და ნიკა მელია დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად