ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძეზე: სამწუხაროა, რომ ნიკას ციხეში ყოფნის ფონზე, ოპოზიციური ლიდერი უხამსად “ერთ ადგილზე” საუბრობს

“რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს.”

წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მისამართით.

“წუხელ საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ქართულ ოცნებას”. გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს, ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე.

რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს. უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში”, – წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ გუშინ, 5 მაისს თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გამბედაობა და “ერთი ადგილი” უნდა ეყოს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს და საკუთარი პარტიის თავმჯდომარე პატიმრობიდან დაიხსნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...