ხატია დეკანოიძე: გაყალბებული არჩევნების ფონზე პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივანიჭებთ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ აპირებენ გაყალბებული არჩევნების ფონზე პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭონ. ის ამ კომენტარით გამოეხმაურა პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას.

“გიორგი გახარია ცალკე არ წყვეტს არაფერს. ყველაფერი, მთელი პოლიტიკური ნება დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომ გაყალბებული არჩევნების ფონზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომელსაც მივაწოდეთ ის გეგმა, რომ აუცილებლად უნდა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა, ამ უმძიმესი ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან. ამიტომ, გაყალბებული არჩევნების ფონზე ლეგიტიმაციის მინიჭებას ჩვენ პარლამენტისთვის არ ვაპირებთ”, – განაცხადა დეკანოიძემ, რომლის კომენტარსაც “ფორმულა” ავრცელებს. 

შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დებატების ფონზე მოხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად