ხატია დეკანოიძე: გამოძიებაში კითხვები ნორმალურია, მაგრამ საგანგაშოა, როცა გამოძიება არცერთ კითხვას არ პასუხობს

გამოძიებაში კითხვები ნორმალურია, მაგრამ საგანგაშოა, როცა გამოძიება არცერთ კითხვას არ პასუხობს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით ეჭვს იწვევს ამ საქმის მუდმივი ხლართვა და თავიდანვე იმპულსების გაჩენა თვითმკვლელობის ფაქტების მიმართულებით.

“ეს საქმე იმდენად გაუმჭვირვალეა და იმდენად არაპროფესიონალურად არის ამ საქმეზე დაწყებული ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის სამძებრო ღონისძიებები, როდესაც დღემდე არ ვიცით – მანქანა მიიყვანეს იქ იდგა, თუ როგორ აღმოჩნდა. დრონის კადრები არ არის ამოღებული. ჩემში დიდ ეჭვს ბადებს, ამ ახალგაზრდა ქალის გადაადგილების მარშრუტი. ვის ეძებდა, რატომ ჩავიდა… ბუნდოვანებით მოცულია.

ყველა საქმეში ბევრი კითხვის არსებობა ნორმალურია, განსაკუთრებით გამოძიებაში, მაგრამ როდესაც გამოძიება არცერთ კითხვაზე პასუხს არ სცემს და ჟურნალისტებს უწევთ ამ ინფორმაციის ძიება, ეს არის საგანგაშო.

რაც შეეხება გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას, ამაში განსაკუთრებული არაფერია. მე მქონდა ასეთი ბევრი შემთხვევა, მათ შორის უკრაინაში. ცნობილი ჟურნალისტის მანქანის აფეთქება თუ გახსოვთ 2016 წელს, მაშინ ვთხოვე პარტნიორებს და რამდენიმე დღეში ჩამოვიდნენ ექსპერტთა ჯგუფი და ბევრი მიმართულებით დაგვეხმარნენ. თუ იქნება პოლიტიკური ნება, რომ ექსპერტები, ჩვენი პარტნიორები მივიდნენ ამ საქმემდე და დაეხმარნონ, მათ შორის კიბერუსაფრთხოების ჭრილში, ეს ნიშნავს, რომ დაინტერესებულია გამოძიება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით ეჭვს იწვევს მუდმივი ხლართვა და ბლანდვა, თავიდანვე იმპულსების გაჩენის თვალსაზრისით თვითმკვლელობის ფაქტების მიმართულებით”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად