ხატია დეკანოიძე: ეს ხელისუფლება არის დასრულებული

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძის განცხადებით,  IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხედვით, შეძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია.

ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარ აქცენტები” ისაუბრა. 

“ეს არის შედეგი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთაქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასასრულია…. ის შედეგი, რომელიც ამოვიდა, მათ შორის იმ კითხვით, სადაც იყო 38% და 26%. გამოდის, რომ მთელი ოპოზიციის ხვედრითი წილი არის ძალიან დიდი… ხელისუფლება, რომელიც იღებს 38%-ს და ოპოზიცია, რომელიც იღებს, ასე ვთქვათ 60%-ს, ეს ხელისუფლება არის დასრულებული”, -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, როცა საქმე ალოკაციასა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ეხება, ისინი ხმას ყოველთვის ოპოზიციას აძლევენ.

გადაუწყეტელმა ამომრჩეველმა, რომელთა რაოდენობაც ყველა კვლევაში დიდია, თითქმის 80% და ეს წინა კვლევამაც დაადასტურა, იციან ვის აძლევენ ხმას. როგროც წესი, ეს ადამიანები ყოველთვის ოპოზიციას უჭერენ მხარს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ,  IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხიდვით:

57%-ს არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილება სურს

რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

35% “ოცნების” ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა, 8 % კმაყოფილი

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად