ხატია დეკანოიძე ელისაშვილზე: მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი მივიდა იქ, სადაც მუშაობა უნდა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭოს.

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, იმიტომ, რომ პარტია მოქალაქეების დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ გამოჩნდა ძალიან დიდი ხნის წინ. მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან შესახვედრად პარლამენტში იმყოფებიან.

„დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე, თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვედროდით “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, მათაც დაადატურეს ეს მზაობა, საღამოს თალაკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს 11:00 საათზე, მე და ლევან იოსელიანი მოვსულიყავით – მოვედით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება 4 მოთხოვნაზე, რაც მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში იყო, რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” სერიოზული მზაობა.

“ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, ასე ვფიქრობთ. ჯერ უნდა გავიგოთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად