ხატია დეკანოიძე: დღეს აქცია შედგა, პროტესტი არ შეწყდება და ეს უცვლელი პროცესია

დღეს აქცია შედგა, პროტესტი არ შეწყდება და ეს უცვლელი პროცესია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“აქცია შედგა, ოღონდ ეს არ არის დასასრული. როგორც ჩვენ დავაანონსეთ დღეს, 3-ში და 5-ში დიდი აქციები გვექნება. მათ შორის პარლამენტის პიკეტირება და აქცია კანცელარიასთან, ასევე მთავარ სიმბოლოებთან, რაც ამ რეჟიმის სიმბოლოებია – ეს არის სასამართლო და შსს. 13-ში კიდევ გვექნება აქცია, ანუ ეს არის უწყევტი პროტესტი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აქ კარვები გაიშალა და აქაც იქნება პროტესტის ცენტრი.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენი ხმა უნდა გავაგებინოთ ხელისუფლებას. ამიტომ აქტივისტებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც თავისუფლება სურს და ის მოთხოვნები რაც გაჟღერებული გვაქვს – ვადამდელი არჩევნები და ნიკას [მელიას] და გიორგის [რურუას] გათავისუფლება, ეს აუცილებლად შესასრულებელია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციის პოლიტიკური ნაწილი დასრულდა. პოლიტიკოსებმა გამოსვლები დაასრულეს, ახლა კი აქციაზე მუსიკა აქვთ ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...