ხატია დეკანოიძე: დაუცველი ხარ, არ იცი სად გადააწყდები ხელყუმბარიან ადამიანს

დაუცველი ხარ, სად გადააწყდები ხელყუმბარიან ადამიანს, არ იცი. კანონის აღსრულება არ დამდგარა იგივე ესებუას მიმართ, რომელიც ტერორიზმშია ბრალდებული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“ტრაგიკულია ეს ვითარება იმდენად რამდენადაც წარმოუდგენელ ვითარებაშია სახელმწიფო. რა თქმა უნდა პოლიტიკური კრიზისია შექმნილი გაყალბებული არჩევნების შედეგად; ასევე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება; პანდემია, რომელიც უკონტროლოა და უკონტროლოა იმიტომ, რომ კაცმა არ იცის… 65 მილიონი აქვთ გადახდილი მხოლოდ და მხოლოდ საკარანტინედ სასტუმროებისთვის, სადაც კეტავდნენ ადამიანებს, რაც იყო დისკრიმინაციული. ეს 65 მილიონი ჯანდაცვის აღჭურვილობაზე რომ დაეხარჯათ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა; და რა თქმა უნდა კრიმინალური თვალსაზრისით.

წარმოიდგინეთ, რომ გახვალთ ქუჩაში და დაუცველი ხარ. დაუცველი ხარ იმიტომ, რომ სასამართლო არ არსებობს და მართლმსაჯულების არცერთი რგოლი არ არსებობს. დაუცველი ხარ, სად გადააწყდები ხელყუმბარიან ადამიანს, არ იცი. კანონის აღსრულება არ დამდგარა იგივე ესებუას მიმართ, რომელიც ტერორიზმშია ბრალდებული. გაათავისუფლეს და მისცეს ფული, არ ვიცი ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა თუ როგორ იყო. დღემდე არ ყფილა გამოძიება. სამაგიეროდ დასდევენ აქტივისტებს, შეშაზე… აჯარიმებენ და სტატისტიკასაც რომ შევხედოთ 35%-ია გახსნილი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით. ეს ნიშნავს, რომ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები არ მუშაობს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად