ხატია დეკანოიძე: ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ

ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა და განმარტა, რომ ახლა მთავარია, გორის სამხედრო ჰოსპიტალი აკმაყოფილებდეს ყველა საჭირო მოთხოვნას.

„მე ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ არის გამოსავალი. მთავარია, ახლა გადარჩეს და მთავარია, გორის კლინიკა აკმაყოფილებდეს ყველა იმ საჭირო მოთხოვნებს ექიმების მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კომენტარები
იტვირთება...