ხატია დეკანოიძე: ბიძინა ივანიშვილს საქართველო მისი უკანა ეზო ჰგონია

ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს.

“რა გვევალება ჩვენ, ადამიანებს რომლებიც ამ ქვეყანას წარმოვადგენთ. ჩვენ გვევალება ბრძოლა, ჩვენ გვევალება ერთად დგომა და ჩვენ გვევალება თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ყველაფრის კეთება.

სახელმწიფო მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს, მართლმსაჯულება მის ხელშია, სასამართლო მის ხელშია. იგი ჭრის და კერავს სისხლის სამართლის საქმეებს როგორც უნდა, იგი ადამიანებს სვამს ციხეში და მას ჰგონია, რომ საქართველო მისი უკანა ეზოა, მაგრამ მოდით მას ვუთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ბევრი გვინახავს დიქტატორი, რეჟიმის, ადამიანის განმსაზღვრელი ძალაუფლებით, მაგრამ ხალხის წინააღმდეგ არასდროს არავინ წასულა და ვერ წავა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად