ხატია დეკანოიძე: ბიძინა ივანიშვილი იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, არ ინდობს ადამიანების სიცოცხლეს

“ძალა ერთობაშია” გაერთიანებული ოპოზიციის ისნის რაიონის მაჟოროტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების განახლებას აპროტესტებს.

„ეს ნიშნავს ძალიან მარტივს, რომ ბიძინა ივანიშვილი იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, არ ინდობს ადამიანების სიცოცხლეს. იმიტომ რომ ოპოზიციურად განწყობილმა სტუდენტებმა ხმა არ მისცენ. ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ქართული ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ის, რომ ისინი სწავლაზე და განათლებაზე ზრუნავენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ტვ  „პირველთან“.

შეგახსენებთ, დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად