ხატია დეკანოიძე: აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი

“ნიკა აუცილებლად იქნება თავისუფალი და ეს იქნება ძალიან მალე”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ საბჭოთა არმიის დღეს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჩაიდინა იგივე, რაც რუსეთმა.

“მთელმა მსოფლიომ ნახა რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიიტანეს შტურმი, რომ დაეპატიმრებინათ ნიკა მელია… როდიონივების, გავრილოვების ბოლშევიკების, ოლიგარქების არ გვეშინია“, – ამბობს დეკანოიძე და ყველას, ვისაც ქვეყნის მომავალი აღელვებს, მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბონ დღეს 15 საათზე. „ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...