ხატია დეკანოიძე: ადმინისტრაციული კოდექსი საბჭოთა გადმონაშთია და თანამედროვე სტანდარტითაა მისაღები

ადმინისტრაციული კოდექსი საბჭოთა გადმონაშთია და თანამედროვე სტანდარტითაა მისაღები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ძალიან მძიმე ეფექტი ექნება ამას, განსაკუთრებით, როცა ჩვენ გვაქვს რეპრესიული რეჟიმის სამართალდამცავი სისტემა. ჩცენ ვხედავთ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ეს არის უგულებელყოფა საერთაშორისო სტანდარტების. უდავოა, რომ ასეთი სანქციების გაზრდა უდავოდ ემსახურება ადამიანების დაშინებას და უდავოა, რომ რეპრესიები კიდევ უფრო გამკაცრდება. დაკავების ვადები ნამდვილად იმსახურებს ხოლმე შეშფოთებას ძალიან ბევრ ქვეყანაში. დაკავების ვადების გაზრდა ძალიან დიდი შეშფოთების საგანია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოუდგენლად საბჭოთა გადმონაშთია. გადასაწერია თავიდან ბოლომდე და თანამედროვე სტანდარტით არის მისაღები. დაკავების ვადისა და სანქციების გაზრდა პირდაპირ ნიშნავს, რომ სხვა დატირთვის მიცემა უნდათ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებით იზრდება როგორც ფინანსური ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...