ხატია დეკანოიძე: 2012 წლამდე სასამართლო ხარვეზები იყო შევარდნაძის მემკვიდრეობა

“ნაციონალური მოძრაობის” წვერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის გავლენის ქვეშ.

ასე უპასუხა ხატია დეკანოიძემ გადაცემაში “ღამის კურიერი” დასმულ შეკითხვას: ვინ მართავდა მოსამართლეებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკაში ყოფნის დროს?

მისივე განმარტებით,  სასამართლო ხარვეზები იყო პოლიტიკური მემკვიდრეობა შევარდნაძის მთავრობიდან.

“დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების და დემოკრატიის გარანტი. სასამართლო იყო პროკურატურის გავლენის ქვეშ მეტწილად, რატომ იყო?- იმიტომ რომ 2003 წელს დაგვხვდა ჩავარდნილი ქვეყნის მემკვიდრეობა, მათ შორის კორუფცია და ორგანიზებული დანაშაულები, რომელიც იყო შევარდნაძის მემკვიდრეობა.

სასამართლო რეფორმა უბრალოდ არ შემდგარა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა, ყოველგვარი პათოსის გარეშე არის ის, რომ წარუმატებელი მოსამართლეები და ის წარუმატებელი ნაბიჯები, რომელიც 2012 წლამდე იყო მურუსიძე და ჩინჩალაძე დიდი წარმატებით გადაიბარა “ქართულმა ოცნებამ”.- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად