ხატია ბუნიათიშვილმა 5 “ცეზარის” მფლობელი გიომ გალიენი ქართულად ააცეკვა და აამღერა (ვიდეო)

ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი ქართულად ააცეკვა დაკიდეც აამღერა. ამის შესახებ ხატიას და, გვანცა ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

“ხატიამ, ექსპრომტად, პირდაპირ ეთერში ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი 🎉👀😲😲👀🎉 და გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა 🎤🎤🇬🇪🇫🇷

გუშინდელი პრაიმთაიმი ფრანგული მთავარი არხის France2-ის პირდაპირ ეთერში” – წერს გვანცა ბუნიათიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...