ხათუნა ზახაშვილი: შეძლებენ თუ არა პირველკლასელები სკოლაში წასვლას, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე

უკვე 4 თვეა საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში covid19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსწავლეები აღარ დადიან.

2020 წლის 2 მაისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა , ამირან გამყრელიძემ სკოლებს სწავლის შეწყვეტის ნაცვლად ონლაინ გაკვეთილების ჩატარება ურჩია. რის შემდეგ განათლების სამინისტრომ მოახერხა და სწავლება ონლაინ პლატფორმაზე გააგრძელა.

ამ დროისთვის სკოლებში და ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგებია. თუმცა უცნობია როდის განახლდება სწავლება. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, წავლენ თუ არა პირველკლასელები 14 სექტემბერს სკოლაში.

„აიპრესის“ კითხვაზე, როგორია თქვენი რეკომენდაცია, შეძლებენ თუ არა სექტემბერში პირველკლასელები სკოლაში  მისვლას და რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ მათ? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილი პასუხობს.

“იმედი გვაქვს რომ შეძლებენ. ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარშემო. ვნახოთ, ეს ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია, იმედია სწავლას განაახლებენ არა მარტო პირველკლასელები, არამედ სხვა კლასელები, სხვა მოსწავლეები. ყოველ შემთხვევაში ახლა ხდება ყველანაირი სცენარების გავლა, როთაც შესაძლებელი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვა ისეთ სიტუაციაში როგორ ახლა გვაქვს ქვეყანაში ან მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემთხვევაში.

ამ სცენარებს გაითვალისწინებს როგორც განათლებს სამინისტრო. ასევე რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და ამ სტრუქტურის ერთობლივი მუშაობის შედეგად  ვიმედოვნებ რომ დაიდება ყველა ის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უსაფრთხოდ განვაახლოთ სწავლება სკოლებში“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად