ხათუნა ზახაშვილი: სანამ მსოფლიოში კორონას აფეთქების რისკია, ჯანმრთელობის მიმართ ყურადღებით იყავით! 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ხანდახან ადამიანები ძალიან უყურადღებონი არიან თავიანთი ჯანმრთელობის მიმართ და თუ მძიმედ არ არიან ავად, არც კი მიამართავენ ექიმს. მოდით, სანამ კორონა აქტუალურია მსოფლიოსთვის და სანამ არსებობს ფართო გავრცელებისა თუ აფეთქებების რისკი, იყავით ძალიან ყურადღებით საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და თუ შენიშნავთ რაიმე რესპირაციულ სინდრომებს, რომელიც ამ ეტაპისთვის თუნდაც სულ მცირედით უჩვეულოა, თუნდაც ტემპერატურის მცირე მატება, ხველა, კონიუნქტივიტმი, გემოვნების ცვლილება, სუნის შეგრძნების დაკარგვა, დიარეაც კი, ნუ იქნებით უყურადღებოდ. მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ გიკეთებთ და იყავით დარწმუნებულები, რომ არ გაავრცელებთ კორონავირუსს”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად