ხათუნა ზახაშვილი: ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ნიღბის გამოყენება რეკომენდირებული არ არის

“ორ წლამდე ასაკში ნიღბის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამიტომ, ვეცადოთ, რომ ბავშვების გარშემო გარემო იყოს რაც შეიძლება ჯანსაღი,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.

მისი თქმით, დისტანცია დაცული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოში, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში.

“რეკომენდაციები რჩება იგივე, რაც გულისხმობს იმას, რომ დავიცვათ ერთმანეთს შორის დისტანცია და ეს უნდა იყოს მინიმუმ ერთი მეტრი. როგორმე უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დაცული იყოს ნებისმიერ გარემოში, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში.

ღია სივრცეებში ერთმეტრიანი დისტანცია შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად, მაგრამ ერიდეთ ხანგრძლივ პირისპირ საუბარს, განსაკუთრებით თუ არ გიკეთიათ ნიღაბი. ან თუ თქვენი თანამოსაუბრე არის ავად, აქვს ხველა, ამჩნევთ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე მომხიბლავად გამოიყურება, განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ პატარა ბავშვებს.

ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ამიტომ ბავშვების გარშემო გარემო ვეცადოთ რომ იყოს რაც შეიძლება ჯანსაღი. ეცადეთ დაიცვათ დისტანცია, კი ბატონო, ისეირნეთ, გაბრძანდით გარეთ, მაგრამ ჰიგიენის წესებისა და ამ ეტიკეტის დაცვა, რასაც ჰქვია დისტანცირება, არ დაგავიწყდეთ“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად