ხათუნა ზახაშვილი: კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაშიც კი, ტრანსპორტში ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს ნიღაბი ეკეთოთ

“კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციებში მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდიციონერები რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ, შესაბამისად, ისინი ამავე კვლევის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენენ.

„ერთმნიშვნელოვანი მითითებაა, რომ კონდიციონერებში გამოყენებული ფილტრები უნდა იყოს ახალი გამოცვლილი ან სათანადოდ გასუფთავებული. კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი, ეს დარჩება ჩვენ რეკომენდაციად,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად