ხათუნა ზახაშვილი: დამსაქმებელმა უნდა აკონტროლოს მისი დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ბევრ ქვეყანაშინ არის ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის მითითება, რაც დამსაქმებლის მიერ ერთ-ერთი კარგი პრევენციული საშუალებაა. რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა უნდა აკონტროლოს მისი დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამაში რთული და შეუძლებელი არაფერია. თუ ამ წესს დავნერგავთ ჩვენ ქვეყანაშიც ძალიან კარგი იქნება და დავნერგავთ არა ახლა, როცა კორონავირუსის რისკები, არამედ მაშინაც, როდესაც ზამთრის პერიოდში მატულობს სხვა რესპირაციული დაავადებების რისკები და შესაძლებლობა ჩნდება, რომ ერთმა დაავადებულმა შესაძლოა გამოიწვიოს მთელი სამსახურის მწყობრიდან გამოსვლა. ამიტომ დამსაქმებლებმა აცადეთ დაავადებულ თანამშრმლებს გამოჯანმრთელება, რაც არ უნდა იყოს ის, ნუ იქნება კოვიდ 19, თუნდაც ეს სხვა რესპირაციული ვირუსი იყოს”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ამირნა გამყრელიძე კი ამატებს: “მე უკვე შევამჩნიე, რომ დაწესებულებში, სადაც მომიწია მისვლა, ადამიანებს დისტანციურად თერმოსკრინინგს უტარებენ, რაც კარგია”, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად