ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების დირექტორს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა სისხლის სამართლის საერთაშორისოსასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორთან, კრისტიან მართან, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრისას, კრისტიან მარმა ისაუბრა საქართველოსა და  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორისთანამშრომლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ სასამართლო კმაყოფილია ქართულ მხარესთან მუშაობით და მნიშვნელოვანია,რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს. ამავე კონტექსტში, კრისტიან მარმა ისაუბრა  საქართველოშისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის  სამომავლო საქმიანობის თაობაზე და მადლიერება გამოხატასაქართველოს მიერ აღმოჩენილი ხელშეწყობისთვის. 
 
თავის მხრივ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფო,განუხრელად ემხრობა რომის სტატუტის პრინციპებსა და მიზნებს, ასევე მხარს დაუჭერს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდისა და სერიოზული საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენ პირთა დაუსჯელობის აღკვეთისკენ.  
 
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთ-საქართველოსშეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში, შესაძლო დანაშაულების გამოძიების დაწყებას, ასევე მზად არის,ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს მის ჩატარებას.
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად