ხათუნა სამნიძე: თუ შეშინებული „ქართული ოცნება” უკან არ დაიხევს, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე გომელაური უნდა მოვიდეს

ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში აქტიურად შეუძლია გამოიყენოს სამი ინსტრუმენტი, ამ სამი ინსტრუმენტიდან კი ორზე თანხმობას „ქართული ოცნებაც“ აცხადებს.

„ჩვენმა ფრაქციამ იმსჯელა და გადავწყვიტეთ, ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რომ მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმები „ქართულ ოცნებას” და შევასუსტოთ ის, რათა იძულებული გახდნენ, მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი.

ამ ინსტრუმენტებში შედის საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს, თუ ვისი ორგანიზებით მოხდა ძალადობა და ევროკავშირის დროშის დაწვა, ამაზე ბიუროს სხდომაზე ბატონი სპიკერისგან მივიღეთ თანხმობა, მაგრამ ვნახოთ რა ფასი აქვს უმრავლესობის სიტყვას. მეორე ინსტრუმენტია საპარლამენტო დებატები, „ქართული ოცნება” მზად არის ამაზეც, რომ მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადდეს გომელაური, რომელიც ნორმალურ ვითარებაში უნდა გადადგეს, მესამე ეს არის უნდობლობის პროცედურის დაწყება, ამაზე ოპოზიცია მსჯელობს, რადგან ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული წინადადებით, პრემიერის კანდიდატურის და მთავრობის წევრების შეთავაზებით. სამი ინსტრუმენტიდან 2- ზე ყველა თანხმდება, თუ „ქართული ოცნება” უკან არ დაიხევს ისევ შეშინებული, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო პლენარულ სხდომაზე გომელაური უნდა მოვიდეს,”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები
იტვირთება...