ხათუნა სამნიძე მონასტრებისთვის ტყის გადაცემაზე: სახელმწიფო ხარკს უხდის ეკლესიას

საპატრიარქო კარგად იყენებს თავის ძალაუფლებას”-ამის შესახებ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ “ფორმულასთან” განაცხადა.

როგორც „რესპუბლიკურ პარტიაში“ განმარტავენ, სასულიერო პირები გრძნობენ მათ ხელში არსებულ ძალაუფლებას:

„ხელისუფლება გათვლის გარეშე იღებს არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს. არავინ იცის, რა ტერიტორიაზეა საუბარი, სიმბოლურ ფასად გადაეცემათ თუ თანხას გადაიხდიან. რომ გვესმის, საპატრიარქო დაიცავსო – არ ვიცით, როგორ დაიცავს. ეს არის ხარკი, რომელსაც სახელმწიფო უხდის საპატრიარქოს – საპატრიარქო კარგად იყენებს თავის ძალაუფლებას, რათა ნებისმიერი მოთხოვნა დააყენოს ხელისუფლების წინაშე, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად