ხათუნა სამნიძე: ივანიშვილი გრძნობს მხარდაჭერის ნაკლებობას, ხალხი მის წინააღმდეგაა

“ჩანს რომ მას რუსეთის იმედი აქვს”-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

ხათუნა სამნიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები მიუთითებს რომ მას რუსეთის იმედი აქვს, ვინაიდან მის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგულია.

“პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გრძნობს მხარდაჭერის ნაკლებობას. გრძნობს რომ ხალხი არის მის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არის გაიხედოს რუსეთისკენ. ყველა მისი ამ გადაწყვეტილებებით ჩანს. სტრუქტურა როგორც ის აწყობს მთავრობას, ჩანს რომ მას რუსეთის იმედი აქვს”,-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...