ხათუნა სამნიძე ბიძინა ივანიშვილზე: პოლიტიკა მგონი უკვე მოკლა და მშვიდად გააგრძელებს ბიზნესს

პოლიტიკა მგონი უკვე მოკლა და მშვიდად გააგრძელებს ბიზნესს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე და კოალიცია “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე Facebook-ში წერს.

მისი თქმით, სულ ფიქრობს, რისი მიღწევა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც პარტიებს “დაერია”.

“სულ ვფიქრობ, რისი მიღწევა უნდოდა ბიძინას, სულ თავიდან პარტიებს რომ დაერია, დიდის ამბით კოალიციურად მოსულ ხელისუფლებაში? ნაბიჯ-ნაბიჯ და მოთმინებით ნგრევა მისი “კანიოკია”და დაცალა კიდეც წინა პარლამენტი პოლიტიკისგან. ბევრჯერ გვითქვამს, გაიხსენებთ… პოლიტიკა უნდა მოკვდეს და მშვიდად გაარძელებს ბიზნესს. პოლიტიკას კლავს და მგონი, უკვე მოკლა კიდეც”, – წერს ხათუნა სამნიძე.

შეგახსენებთ, 2012 წელს, როდესაც კოალიცია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ 6 პარტიულ კოალიციაში “რესპუბლიკელებიც” იყვნენ. კოალიცია პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დატოვეს და არჩევნებში დამოუკიდებლად იყარეს კენჭი, თუმცა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი “რესბუბლიკელები” “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ გაერთიანებულ ბლოკს “ძალა ერთობაშია”-ს შეუერთდნენ. ხათუნა სამნიძე სიის მეათე ნომერია და პარლამენტში შესვლა გარანტირებული აქვს, თუმცა ოპოზიციონერი სხვა კოლეგების მსგავსად დეპუტატის მანდატზე ხათუნა სამნიძეც უარს ამბობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად