ხათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილმა თავისი სეგმენტი მოხაზა, დანარჩენებმა იმუშავონ შუაშისტების ხმებზე

„სააკაშვილმა თავისი სეგმენტი მოხაზა, დანარჩენებმა იმუშავონ შუაშისტების ხმებზე“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სააკაშვილმა თავის სეგმენტი მოხაზა, დანარჩენებმა იმუშაონ ჩამოუყალიბებელი, ფრუსტრირებული, შუაშისტი ამომრჩევლის ხმებზე, რომლის წილი საპროტესტო ელექტორატში ლამის “ნაციონალების” წილს უტოლდება, თუ მეტი არ არის. “ნაციონალებს” თავისი, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის განმტკიცება სჭირდებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური ძალებისთვის პოლიტიკაში ან საკმარისი სივრცე არ არის ან ამომრჩეველი, პირიქით, საკმარისზე მეტია. აბა, საკუთარ ადგილს რომ ფიანდაზად სხვას დაუთმობდნენ, ამას ვინმე ელოდა?!” – წერს ხათუნა ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. ამასთან სააკაშვილი ამბობს, რომ ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – ეს არჩევნები ენმ-მა უნდა მოიგოს ერთპიროვნულად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად