ხათუნა ლაგაზიძე: “ოცნების” ამომრჩეველმა მიიღო, რასაც ეძებდა – ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში

პოლიტოლოგი ხათუა ლაგაზიძე პრემიერ-მინსიტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ კორონავირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა.
ამასთან, ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რთული იქნება ოპოზიციისთვის და მან ეს გამოწვევა ღიად უნდა დაინახოს.

“გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გამოწვევა – კარსმომდგარი არჩევნები მათთვის რთული იქნება: “ოცნების” ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა – ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა. ჩამოუყალიბებელ ოპოზიციურ ამომრჩევლეს ამ ფონზე, გული და ხელი უფრო შუაშისტ-ცენტრისტული პარტიებისკენ გაუწევს, რომელიც კი არ შეცვლის, არამედ დააბალანსებს, ან სულაც კოალიციაში შეუამხანაგდება “ოცნებას” მომავალ პარლამენტში. იმ ოპოზიციური პარტიებისთვის კი, ვისთვისაც ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, ეს ამოცანა უფრო მეტად გართულდა – დარჩენილ ხუთ თვეში მათ შეუძლებელი უნდა შეძლონ, რომ მიზანი რეალობად აქციონ და ამომრჩევლის უმრავლესობა ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნონ – კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა”-წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად