ხათუნა ლაგაზიძე: ეს პარტია შვილივით, საკუთარი მხრებით მოვიტანე

"მე ვიყავი ერთ-ერთი, პირველი თუ არა, რომელიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფიზიკურად აშენებდა ამ პარტიას",- ამის შესახებ "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ "2030"-ში განაცხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო იმიტომ, რომ ღია სივრცეში მომიწია ჩემი გადაწყვეტილების გაჟღერება, ეს არის პარტია, რომელიც მართლა შვილივით, საკუთარ მხრებზე მოვიტანე. მე ვიყავი ერთ-ერთი, პირველი თუ არა, რომელიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფიზიკურად აშენებდა ამ პარტიას. მახსენდება 14-15ივლისის ღამე, როდესაც პირველ ოფისს ვხსნიდით თელავში და ჩემი საკუთარი ხელით ვაკრავდი ბანერებს, ვასუფთავებდი ტერიტორიას. ამ თვეებმა ჩემს მხრებზე გადაიარა",- განაცხადა ლაგაზიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად