ხათუნა ხოფერია: მელია ხმებს ვერ მიიღებს, რადგან აქ არსებობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები

ლიზა იასკოს აქვს აქციების მოწყობის დიდი გამოცდილება, მან თვალნათლივ ნახა, რომ ის მოლოდინები, რაც სააკაშვილს ჰქონდა, რომ უამრავი, ზღვა ხალხი გამოვიდოდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყებოდა – არ განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მინდა მიშას ვუთხრა, – ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია! ვიღაცები ეცდებიან რაღაც გააკეთონ, მაგრამ ეს (რევოლუციური) პროცესი ვერ აგორდება. მელიამ 30-მდე უნდა შეძლოს იმის დაფიქსირება, რომ მიშა მისი პარტიული ლიდერია და ის აკეთებს ყველაფერს, რომ მიშა გამოიყვანოს, მელია ხმებს ვერ მიიღებს, რადგან ხმები რეალურად არის სააკაშვილის, აქ არსებობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და როგორ აპირებს მელია ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ჩემთვის რთული განსასაზღვრია“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მეუღლემ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები
იტვირთება...