ხათუნა ხოფერია: ერის და ბერის წინაშე დამნაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს – ფინალი ეს იქნება

“როდესაც ახალი ეროვნული იდეა გაჩნდება, ის 500 ათასი ადამიანი, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, დაფიქრდება და ამ პროცესში შემოვა”.

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ “საქართველოს პირველი არხის” გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

„როდესაც ახალი ეროვნული იდეა გაჩნდება და საზოგადოების შერწყმის და ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება, ის ხუთასი ათასი ადამიანი, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, დაფიქრდება და ამ პროცესში შემოვა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეები ამ პროცესში ვერ შემოვლენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კოდორის ხეობა, ახალგორი და გაყიდეს დავით გარეჯი. როგორ შეიძლება, მათ საერთოდ დაველაპარაკოთ? ეს დამთავრებული ამბავია“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს და ვიდრე ეს არ მოხდება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირი დიალოგი ვერ შედგება.

„ერის და ბერის წინაშე დამნაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს. ფინალი აი, ეს იქნება“, – განაცხადა ხოფერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...