ხათუნა გოგორიშვილი: სააკაშვილი ძალიან შორსაა საქართველიდან და უჭირს რეალობის აღქმა

“ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი “მაესტროსთან” საუბრისას, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“სააკაშვილი ძალიან შორს არის საქართველოდან და ეტყობა ძალიან უჭირს რეალობის აღქმა და შეგრძნება. როგორ შეიძლება იმ ფონზე რაც საქართველოში ხდება ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ პრორუსულმა ძალებმა ხმა მიიღონ საქართველოში.

ერთი-ორი გიჟი და ერთი-ორი პატრიოტთა ალიასის მხარდამჭერი რომ მოიძებნება… შეიძლება ბევრი იყოს ამომრჩაველი, რომელიც ამ ფონზე პრორუსულ ძალას ხმას მისცემს?”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით თქვა, “გველეშაპი ივანიშვილი ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად