ხაშურში უკიდურესი საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარებიან

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების გაწევა მიმდინარეობს.

დახმარებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების ერთი ნაწილის შეძენა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხით განხორციელდა, საქველმოქმედო შეწირულობა გაიღეს ბიზნესის წარმომადგენლებმაც.

უკიდურესი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტების გადაცემის პროცესში მონაწილეობას იღებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, მერიის სხვა წარმომადგენლები.
დახმარებას 250-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის გულწრფელ მადლობას უხდის ბიზნესის წარმომადგენლებს: გია ქალიაშვილს, შპს “აკა ენერჯის” (დირექტორი: კახა აზიკური), დიმიტრი ნოზაძეს, შალვა ფხიკიძეს, შპს “ვაგ”-ს(დირექტორი: ვლადიმერ გერუსი).
მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად