ხაშურში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი შენდება

ქალაქ ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

დღეს, 19 თებერვალს სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ლალიაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა.

მათი განმარტებით, ცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 69 356 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად