ხაშურში სტადიონის რეაბილიტაცია სრულდება

ხაშურში „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და სტადიონის შიდა განათება. ფილებით მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ელექტროტაბლო და გარე პერიმეტრის განათება, გაიმართა შიდა კომუნიკაციებისა და ვენტილაციის სისტემები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეღებვის სამუშაოები.მალე დამონტაჟდება სკამებიც, რომელიც თეთრ და ცისფერ ფერებში იქნება გადაწყვეტილი.
„ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.
თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

კომენტარები
იტვირთება...