ხაშურში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხაშურის “ივერიის” საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ფეხბურთის ფედერეაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულეს.

ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად