ხაშურში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ხაშურში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანაქალაქელების- მზეო რევაზიშვილისა და იოსებ (სოსო) წულიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა მწერლების საავტორო წიგნების, ხელნაკეთი აქსესუარების, სამკაულების და ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
აქციას შეუერთდნენ „მომავლის სახლის“ აღსაზრდელები, რომლებმაც ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს.
ღონისძიება ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.
აქციის ფარგლებში წარმოდგენილი ნივთებისგან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

კომენტარები
იტვირთება...