ხაშურში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დეზინფიცირებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები მუშაობდნენ.

სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია ჩაუტარდა ქუჩებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების რეკომენდაციითა და შეთანხმებით განხორციელდა.

სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში კვლავაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად