ხაშურში ნორჩ მკითხველთა კლუბის შეხვედრა შედგა

ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი გაერთიანების ცენტრის მკითხველთა კლუბი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით – ღია სივრცეში შეიკრიბა.

კლუბის ხელმძღვანელმა ნინო დოფიძემ და წევრებმა სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და საზაფხულო დავალებებიც გაინაწილეს. კლუბის თითოეულმა წევრმა საზაფხულო საკითხავად მათ მიერ შერჩეულ წიგნს გაუწია რეკომენდაცია.

შეკრება როლური თამაშებით და დისკუსიით გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდა სტუმარი -კლუბის წევრების თანატოლი იუთუბ ვლოგერი კესო მეტრეველი, რომელიც ყველა აქტივობაში ჩაერთო და კლუბის წევრებს ვლოგის შექმნის გამოცდილებაც გაუზიარა.

მკითხველთა კლუბის წევრებმა და ხელმძღვანელმა გამოთქვეს იმედი, რომ საზაფხულო არდადეგებზე წაკითხული წიგნებისგან მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებას შემოდგომით ჩვეულ გარემოში – სასწავლო აუდიტორიაში შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად