ხაშურში მინი სტადიონი და სკვერი მოეწყო

ქალაქ ხაშურში, გორგასლის ქუჩაზე მინი-სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა დასრულებული ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას განაცხადეს, რომ პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 92 986 ლარი შეადგინა.

მინი სტადიონის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სკვერი კი ადგილობრივ მოსახლეობას დასვენების, ხოლო ბავშვებს ატრაქციონებით სარგებლობის შესაძლებლობას შეუქმნის.
პროექტით 700 ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად