ხაშურში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა

ხაშურში ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში მოყვარულთა შორის „დურუს თასი 2020“ დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „გომი“ და „გალაქტიკო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხაშურის „გალაქტიკომ“ ანგარიშით 9:2 მოიგო და დურუს გარდამავალ თასს დაეუფლა.

მესამე ადგილისთვის მატჩი „ოლდ სტარსა“ და „კლასტერს“ შორის გაიმართა და „ოლდ სტარის“ გამარჯვებით (5:2) დასრულდა.
გამარჯვებულებს პრიზები და შესაბამისი სინჯის მედლები გადასცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა. დაჯილდოვდა ტურნირის საუკეთესო მეკარე თემურ ცაცანაშვილი („გალაქტიკო“), რომელსაც პრიზი საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მეკარემ – ირაკლი ზოიძემ გადასცა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი „გალაქტიკოს“ ფეხბურთელმა გოგა ლურსმანაშვილმა საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის – მამუკა მაჭავარიანისგან მიიღო.
დურუს გარდამავალი თასი „გალაქტიკოს“ ფეხბურთელებს თენგიზ გოჩიაშვილმა – გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის – დავით გოჩიაშვილის მამამ გადასცა, ვის სახელსაც ატარებს ტურნირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად